მოსამართლე ნინო თარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა

ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.

ის წულუკიანის კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი