"ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ იმედგაცრუებული ვარ; როდესაც ვუთხარით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს" | ბეტელი

გამოქვეყნდა:

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, "ოცნების" ხელისუფლება გააკრიტიკეს. მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საკუთარი პოზიცია ღიად დაუფიქსირა:

"ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი მათ უკუსვლა გადაწყვიტეს. ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ეს საკითხი. წლების და თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ 
სურთ ევროპასთან დაახლოება, იმ დღეს კი როდესაც ვუთხარით, რომ მოდით დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან. თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია. " განაცხადა ქსავიე ბეტელმა ქართველი ჟურნალისტის, "ევროსკოპის" რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვის პასუხად.

სხდომას ესწრება "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი