„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს შეხვედრაზე.
პუტინმა მალაიზიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, განცხადება ისე დაასრულა, რომ ამ თემაზე არაფერი უთქვამს. კრემლის პრესსპიკერ პესკოვის განცხადებით კი, დელეგაციის შემადგენლობა სწორედ პუტინმა უნდა დაასახელოს.
უკრაინა და რუსეთი 15 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავენ. სტამბოლში ჩასვლას აპირებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პირადად პუტინთან შეხვედრას ითხოვს.