თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარიდანაა.
აჭარიდან გახლავთ 348 პაციენტი, თბილისიდან - 99 პაციენტი, იმერეთიდან - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 19, მცხეთა-მთიანეთიდან - 10, შიდა ქართლიდან - 4, გურიიდან და კახეთიდან - 3-3, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან კი 1-1 პაციენტი - ამბობს ენდელაძე.
ამასთან, ენდელაძის თქმით, 55 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
აქვე, დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.