"პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, "ოცნების" მთავრობის მიერ მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

"დასანანია პოლოლიკაშვილის მესიჯი, რა შუაშია ამ თემასთან დიპსთეითი საერთოდ ვერ გავიგე. როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ტერმინებით საუბრობს, ძალიან საინტერესოა... არ მინდა დეტალებში შევიდე, რა იყო მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს ერთგვარი დემარშით კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, იმის გამო რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ კანდიდატი, ამის პრეცედენტი არ ყოფილა. იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა შევიდე.  მისმა მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე "ოცნების" ხელისუფლებამ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

იხილეთ ასევე

"თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება... გამოვიდეს კობახიძე და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა" | ზურაბ პოლოლიკაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი