"გრძელდება აგრესიული რიტორიკა "ოცნების" მხრიდან - ელჩზე თავდასხმა მიუღებელია" | გერმანიის ახალი მთავრობა "ოცნებას" "არსებული კურსის" შეცვლისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის ახალი მთავრობა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უარი თქვას დეზინფორმაციაზე, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე. ნათქვამია გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში, რომელიც "ფორმულას" კითხვის პასუხად გამოუგზავნეს.

"გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია", - აღნიშნულია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი