რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი პორტუგალიას მოუწოდებს არ მისცეს "ოცნების" წარმომადგენლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების საშუალება

გამოქვეყნდა:

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCEPA) აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ პორტუგალიის პრემიერმინისტრს და მოუწოდებენ არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუგალიაში გაიმართება. ინფორმაციას ჰელსინკის კომისია X-ზე ავრცელებს.

წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებისთვის სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიულ მმართელობას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

"მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, უარი თქვას ვიზებზე ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებს მონაწილეობაში, რომლებიც ცდილობენ დაესწრონ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. "ქართული ოცნების" მთავრობა სისტემატურად არყევდა დემოკრატიას საქართველოში, ჩართული იყო ფართომასშტაბიანი არჩევნების გაყალბებაში, ძალადობრივად ახშობდა მშვიდობიან პროტესტებს, დააპატიმრა ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ბედავენ მის ავტოკრატიული მმართველობას წინ აღუდგნენ. მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა პოპულარიზაციასა და დაცვას პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობენ.

"ქართული ოცნების" მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება ლეგიტიმაციას გაუწევს მათ რეპრესიულ მმართველობას და მისცემს მათ პლატფორმას, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ. მათი მონაწილეობა ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო იცავს და არასწორ გზავნილს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პორტუგალიამ, როგორც დემოკრატიული იდეალების ურყევმა დამცველმა, მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მათი ["ოცნების" წევრების] შესვლის აკრძალვით", - ნათქვამია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი