მედია: პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ

გამოქვეყნდა:

პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია პაკისტანის ვიცე-პრემიერ იშაქ დარზე დაყრდნობით ავრცელებს

სენატში გამოსვლისას, იშაქ დარმა, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს ფლობს, განაცხადა, რომ შეთანხმება 14 მაისს ორი მხარის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორებს შორის ცხელი ხაზის კონტაქტის დროს შედგა. 

მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 10 მაისს გაიმართა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა 10 მაისს Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-ის შუამავლობით, პაკისტანი და ინდოეთი "ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ" შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

თუმცა, ამის შემდეგ პაკისტანმა და ინდოეთმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევასა და ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი