თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა "ძალიან მალე" გაიმართება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა "ძალიან მალე" გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსმა დირექტორმა, სებასტიან გორკამ განაცხადა.

"შეთანხმებები მთლიანად დროზეა დამოკიდებული. როდესაც შესაფერისი დრო დადგება, პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან ერთად ერთ ოთახში იქნება. მე მოველი, რომ ეს ძალიან მალე, უახლოეს მომავალში მოხდება," - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი