აიდინ ჰამზაევის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა | მკვლელობა 2022 წელს სოფელ ქეშალოში მოხდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში აიდინ ჰამზაევის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.  დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი