შსს-მ 1971 წელს დაბადებული მ.ა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება 2022 წლის 21 სექტემბერს კახეთში, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით აიდინ ჰამზაევი მოკლეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 21 სექტემბერს, კახეთის რეგიონის, ერთ- ერთ სოფელში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.ჰ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული კახეთში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.