"ვთავაზობ "იმედის" ტელევიზიას, დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას" | ფიშერი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი "იმედის" ტელევიზიას მიმართავს და სთავაზობს, დაამტკიცონ, რომ ის რადიკალურ ოპოზიციას ინსტრუქციას აძლევს. 

"საქართველოს უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს და ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, მე ვიტყოდი დეზინფორმაციას. არ არის კარგი იდეა, რომ ასე ილაპარაკოთ ევროკავშირის შესახებ, თუ გინდათ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

კითხვა მაქვს "იმედის" ტელევიზიისთვის, თქვენ "იმედის" ტელევიზია ხართ? რატომ თქვა "იმედმა" გუშინ, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალ ოპოზიციონერებს?

[...]

არა, არა მე თქვენთვის მაქვს კითხვა, რაზე დაყრდნობით გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? რადგან, ეს ინფორმაცია ყალბია და ვთავაზობ "იმედის" ტელევიზიას, რომ დაამტკიცოს, რომ მე ინსტრუქციას ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას," - ამბობს ფიშერი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი