რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სალავათში სანთლების ქარხანაში აფეთქება მოხდა. შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. შესაძლოა ნანგრევებში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდეს.
წინასწარი ინფორმაციით, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შედეგად, საწარმოო შენობაში ღუმელი დაზიანდა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.
სამი დაშავებული საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ხანძრის ფართობი 50 კვადრატული მეტრი იყო. აფეთქების ტალღამ ახლომდებარე შენობის ფანჯრებიც ჩაამსხვრია.