The Economist-ის ჟურნალისტი: მედინსკიმ უკრაინის დელეგაციას უთხრა, რომ "რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს“

გამოქვეყნდა:

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინულ დელეგაციას უთხრა: „შესაძლებელია, რომ ამ მაგიდასთან მსხდომთაგან ზოგიერთმა კიდევ უფრო მეტი საყვარელი ადამიანი დაკარგოს. რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს“ - ამის შესახებ ინფორმაციას  The Economist-ის ჟურნალისტი, ოლივერ კეროლი ავრცელებს.

კეროლი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა პოლიტიკოსმა მოლაპარაკებებზე შვედეთის წინააღმდეგ, ჩრდილოეთის ომი გაიხსენა:

 „ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ ერთი, ორი, სამი წელი ვიბრძოლოთ, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს. ჩვენ შვედეთს 21 წელი ვებრძოდით. ​​რამდენ ხანს ხართ მზად ბრძოლისთვის?“  - უთხრა მედინსკიმ უკრაინელებს, ჟურნალისტის ცნობით. 

სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თითქმის 2 საათი მიმდინარეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი