ევერესტზე ასვლის დროს 2 ალპინისტი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ჰიმალაის მთებში, ევერესტზე ასვლის დროს 2 ალპინისტი დაიღუპა. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს. გარდაცვლილები ინდოელი და ფილიპინელი მთამსვლელები არიან.

მედიის ცნობით, ინდოელი მთამსვლელი 8 849 მეტრის სიმაღლეზე დაიღუპა, როცა მწვერვალიდან უკან ბრუნდებოდა.

რაც შეეხება ფილიპინელ მთამსვლელს, ის მწვერვალზე ასვლისას დაიღუპა. Snowy Horizon Trek and Expedition-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ ცხედრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი