"კადრებში შევნიშნეთ ბატონო ირაკლი, რომ ბევრი ლიდერი თავად გამოხატავდა ინიციატივას თქვენთან საუბრის, როგორ ფიქრობთ, რითი აიხსნება ასეთი ინტერესი?" - ეს კითხვა დაუსვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა "ოცნების" პრემიერს ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე შეხვედრებთან დაკავშირებით.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს "საქართველოსთან ურთიერთობა მოწყურდათ":
"იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, მოწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. რეალურად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის..." თქვა კობახიძემ.