კობახიძე ალბანეთში პრორუს ვუჩიჩს, ფიცოსა და ორბანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პრემიერი ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრორუს  პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. 

"მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს." ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, პუტინის აღლუმს ესწრებოდა. 

კობახიძე შეხვდა კიდევ ერთ პრორუს ლიდერს, სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, რომელიც ასევე იმყოფებოდა მოსკოვში, აღლუმზე.

მოლაპარაკებები გამართა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთანაც:

"მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება." აცხადებს კობახიძის ადმინისტრაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი