კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს, გვექნება რეაქცია | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პრემიერს დიპლომატების სასამართლო პროცესებზე დასწრება არ მოსწონს და ამბობს, რომ "რეაქცია ექნებათ". კობახიძე ელჩებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ, კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს: 

"კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში, ესეც არს როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა , ბუნებრივია გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით." ამბობს კობახიძე "ოცნების" პროპაგანდისტული "იმედის" წარმომადგენლის კითხვაზე ალბანეთში. 

ცნობისთვის, დღეს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაესწრო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი