რუსეთის დელეგაცია სტამბოლს დღეს დატოვებს. ინფორმაციას "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკებები.
"რუსეთის დელეგაცია სტამბოლს პარასკევს დატოვებს. ასევე ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული თარიღი, თუ როდის შედგება მორიგი შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე მოსალაპარაკებლად", - თქვა "ინტერფაქსის" წყარომ.