სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ერთმანეთს 1 000 - 1,000 ტყვეს გადასცემენ.

"ეს იყო ძალიან რთული დღის კარგი დასასრული. შესანიშნავი ამბავია 1 000 უკრაინელი ოჯახისთვის" | ციტირებს გამოცემა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი კისლიცას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ცნობით, გაცვლა მალე მოხდება. უმეროვის თქმით, მათ თარიღი უკვე იციან, თუმცა წინასწარ არ გამოაცხადებენ.

უმეროვის ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი ახლა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა უნდა იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი