აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, განაცხადა, რომ თანამდებობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკასთან შეუთავსებლობის გამო დატოვა.
ბრიჯიტ ბრინკმა, რომელიც უკრაინაში ელჩის თანამდებობას 2022 წლის მაისიდან იკავებდა და გასულ თვეში გადადგა, Detroit Free Press-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, პირველად ისაუბრა წასვლის მიზეზებზე.
სტატიაში დიპლომატმა დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკა.
„მე პატივს ვცემ პრეზიდენტის უფლებასა და პასუხისმგებლობას, განსაზღვროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - აშშ-ის კონგრესის მიერ სათანადო შეკავებისა და ბალანსის მექანიზმების დაცვით. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, პოლიტიკა იყო მსხვერპლზე, უკრაინაზე ზეწოლა და არა აგრესორზე, რუსეთზე.
მშვიდობა ნებისმიერ ფასად საერთოდ არ არის მშვიდობა - ეს არის დამშვიდება“- თქვა ბრინკმა.