"რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ" | სახდეპი ლავროვთან სატელეფონო საუბარზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამერიკული მხარის ინფორმაცია, კრემლის მიერ გავრცელებულისგან ოდნავ განსხვავდება.

"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. მდივანი რუბიო მიესალმა 16 მაისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დროს მიღწეულ პატიმრების გაცვლის შეთანხმებას და პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო გზავნილი გადასცა: შეერთებული შტატები ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის სამუდამოდ დასრულების მიღწევის გზის. შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ყოვლისმომცველი სამშვიდობო გეგმა საუკეთესო გზაა წინსვლისკენ. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობის დასრულების შესახებ" ნათქვამია აშშ-ის სახდეპის ინფორმაციაში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსული მხარე დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას არ ახსენებს და წერს, რომ „ლავროვმა აღნიშნა აშშ-ის დადებითი როლი, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღო. რუბიო მიესალმა სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებებს და თითოეული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის აუცილებელი პირობების მომზადების შესახებ შეთანხმებებს და ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მზადყოფნას, გააგრძელოს ხელშეწყობა“ - წერს რუსეთის საგარეო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი