პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

გამოქვეყნდა:

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

29 მილიონამდე ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 13 დარეგისტრირებული კანდიდატიდან მოუწევს.

გამოკითხვების მიხედვით, მოქალაქეების მხრიდან მეტი მხარდაჭერა აქვს მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის [30%] ასევე კაროლ ნავროცკის [25%], რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“. გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს პარტია „კონფედერაციის“ კანდიდატი, სლავომირ მენცენი. 

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი