ბელგია უკრაინას 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

ბელგია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომელიც სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღს მოიცავს.  მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი - 650 მილიონი ევრო - ბელგიური კომპანიების მიერ არის დაფინანსებული.

პაკეტი მოიცავს:

  • დაახლოებით ას ჯავშანტექნიკურ მანქანასა და Unimog-ის ტიპის მანქანა.
  • ხუთ უპილოტო საზღვაო ხომალდს.
  • დრონებს, ჩაფხუტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, პორტატული დრონების აღმოჩენის სისტემებს, ღამის ხედვის სათვალეებსა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავ სამოსს.
  • 16 000-ზე მეტი იარაღსა და პისტოლეტს.
  • ოც მოდერნიზებულ Cerberus-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
  • ლეოპარდის საბრძოლო ტანკებს.

ბელგია ასევე მოამზადებს უკრაინელ პილოტებს F-16-ებისათვის და ჩაატარებს ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურების ტრენინგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი