რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ეგზიტპოლების მიხედვით ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი 54.9%-ით ლიდერობს, ხოლო მის მოწინააღმდეგეს ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერს ჯორჯე სიმიონს ხმების 45.1% აქვს.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. ჯორჯე სიმიონმა პირველ ტურში ხმების 40.94% მიიღო, ხოლო ნიკუშორ დანის ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.