რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 94.6% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში პროევროპელი კანდიდატი ნიკუშორ დანი 54.15%-ით ლიდერობს.
ამ დროისთვის, მის მოწინააღმდეგეს, ნაციონალისტ ჯორჯე სიმიონს ხმების 45.85% აქვს.
მიუხედავად ეგზიტპოლების შედეგებისა, სიმიონმა სოციალურ ქსელში ხმების დათვლამდე დაწერა, რომ არჩევნებში "გაიმარჯვა" და თავს "პრეზიდენტიც" უწოდა.
"მე რუმინეთის ახალი პრეზიდენტი ვარ" - დაწერა სიმიონმა.