ჯო ბაიდენს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პროსტატის "აგრესიული ფორმის" სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი ოფისის განცხადებით, მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა.

"გასულ კვირას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასინჯეს პროსტატის ახალი კვანძის აღმოსაჩენად, მას შემდეგ, რაც შარდვის სიმპტომები გაუარესდა. პარასკევს მას პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება გლისონის 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით...

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, სიმსივნე, როგორც ჩანს, ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც მისი ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა... [ბაიდენი და მისი ოჯახი] მკურნალობის ვარიანტებს ექიმებთან ერთად განიხილავენ," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი