ევროკავშირის ქვეყნები 150 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის (SAFE) შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის თავდაცვის გაძლიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის მიერ მარტში შეთავაზებული გეგმა ერთობლივი სესხებით დაფინანსდება. სესხები გაიცემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და გარკვეულ სხვა ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, იმ პროექტებისთვის, რომლებიც მათ [ქვეყნების] თავდაცვას გააძლიერებს და ევროპის შეიარაღების ინდუსტრიას ხელს შეუწყობს.