უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა: "შევახსენეთ, რომ შავ ზღვაში რუსული ნაგვის ადგილი არ არის"

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაანადგურა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და ნავთობის შემნახველი რამდენიმე საწყობი. როგორც უშიშროების სამსახური აცხადებს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი დირექტორატის თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეცოპერაცია ჩაატარეს. შედეგად განადგურდა ნევის რადარი და საწყობები - "ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ მოწინააღმდეგეს, რომ შავ ზღვაში რუსული ნაგვის ადგილი არ არის" - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება. 

უწყება ტელეგრამ არხზე ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეომასალასაც აქვეყნებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი