მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა წულუკიანის კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე ისაუბრა და მომხდარი მოვლენები 1989 წლის 9 აპრილს შეადარა:
"ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს, 26 მაისს, ეს იყო სპეციალურად, წინასწარ მოფიქრებული , დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე ამას სასაკლაოს ვეძახი, იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ვერ წარმოიდგენდა ვერავინ. ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. ჩაკეტილი იყო. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. მე 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, საშინელება უბრალოდ, ხალხს შეეძლო, კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ" თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.