აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან უნივერსიტეტმა "კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო".
"ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი უუნარობის გამო, HHS-ი წყვეტს მრავალწლიანი გრანტების გაცემას... მათი სრული ვადის განმავლობაში," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო კვირების განმავლობაში უნივერსიტეტისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა ან შეწყვიტა.