პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს | მოპარული ნივთების ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს - ნივთების საერთო ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, 48 წლის კაცი პოლონეთში 2024 წელს იმყოფებოდა - მაშინ ის ქვეყნიდან გააძევეს და ტერიტორიაზე შესვლა 7 წლის ვადით აუკრძალეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა შეცვალა პირადი მონაცემები და ისევ პოლონეთში ჩავიდა.

პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი