"იმედის" ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი უნგრეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დანიშნეს.

"იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. 
თამარ ლილუაშვილი  ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი." - აცხადებს უწყება. 

უნგრეთში ელჩად კი ყაზახეთში ყოფილი ელჩი და პროპაგანდისტული "იმედის" ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა: 
 
"უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა.  ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 
ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. " აცხადებს ბოჭორიშვილის სამინისტრო. 

ლილუაშვილი და ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი