დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ - წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი:
"ჩვენ გვსურს დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აღდგენაში.
ევროკავშირი ბოლო 14 წლის განმავლობაში ყოველთვის სირიელების გვერდით იდგა და ამას გააგრძელებს." წერს კალასი.
გადაწყვეტილებას ეხმაურება და დადებითად აფასებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:
"მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას. აღდგენის გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ ევროპა მზადაა სირიასთან ერთად ითანამშრომლოს ამ გზაზე..." წერს ლაიენი.