"ოცნების" მთავრობის გრანტების სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთავრობის გრანტების გაცემის მიზნით შექმნილი სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებში დაიხარჯება. სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში შრომის ანაზღაურებაში 253 200 ლარი დაიხარჯება, საქონელსა და მომსახურებაში 257 000 ლარი.

სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში იქნება 10 585 ლარი. თავმჯდომარის მოადგილის 8 760, სახელმწიფო გრანტის მართვის დეპარტამენტის უფროსის 7 300.

იხილეთ ასევე
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, გრანტების სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი