„ის არც ერთ დათმობაზე არ წასულა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დონალდ ტრამპის მხრიდან პუტინთან მიმართებაში დასმული კითხვის პასუხად.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯინ შაჰინმა რუბიოს ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე მიმართა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, "პუტინს მეტი სტიმული აქვს, უკრაინის ტერიტორია მიითვისოს და რუსეთის პრეზიდენტი არ გრძნობს ზეწოლას, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს“.
რუბიომ უარყო უკრაინის მიმართ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის კრიტიკა. თუმცა განაცხადა, რომ ტრამპი ამ ეტაპზე არ განიხილავს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.
„თუ ნამდვილად გაირკვა, რომ რუსები არ არიან დაინტერესებულნი სამშვიდობო შეთანხმებით და მხოლოდ ომის გაგრძელება სურთ, მაშინ შესაძლოა, ეს მომენტი დადგეს“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპი „მიიჩნევს, რომ ახლა, თუ სანქციებით მუქარას დაიწყებენ, რუსები შეწყვეტენ საუბარს და ღირებულია, რომ ჩვენ მათ ვესაუბროთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავბრუნდეთ“.