რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ორმა აქტივისტმა ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გააპროტესტეს. ისინი  დაცვის სამსახურმა დარბაზიდან გაიყვანა. აქტივისტები ისრაელისთვის ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ.

ამის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ აქტივისტები, რომლებიც სენატში მოსმენის შეწყვეტას ცდილობდნენ, შესაძლოა, დააპატიმრონ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი