"ბარსელონას" ზარალი კოვიდ-პანდემიის შედეგად 100 მილიონ ევრომდეა. ესპანური გამოცემა CADENA SER-ის ინფორმაციით, ამ ზარალის გამო, გუნდი თავის ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებასაც მოსთხოვს.
გუნდში მიიჩნევენ, რომ სხვა გამოსავალი არ არის და სხვა შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. კატალონიური გრანდი, ასევე, ფეხბურთელებს ახალი კონტრაქტების გაფორმებასაც შესთავაზებს, იმისთვის რომ ხელფასების ახალი და უფრო გრძელვადიანი სქემა შეიქმნას, რაც ნაკლებ წლიურ გადასახადს გულისხმობს კლუბისთვის.
შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულს ბარსელონამ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის, შენარჩუნება შეძლო, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებდა.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, კატალონიური გრანდის პრობლემების დასასრულს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.
აქვე შეგხსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში ლა-ლიგაში "ბარსელონას" 7 ქულა აქვს დაგროვილი.