ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების "ოქროს გუმბათის" პროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების "ოქროს გუმბათის" პროექტი დაამტკიცა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, "ოქროს გუმბათის" თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.

"ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. "ოქროს გუმბათი" რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ უნდოდა, თუმცა მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი