წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი | კობახიძე

გამოქვეყნდა:

[წერილზე] არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს შეეხებოდა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი