პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ავტობუსი სკოლის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ამ დროს ავტობუსში დაახლოებით 40 მოსწავლე იმყოფებოდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
დაშავეულების შესახებ ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს და წერს, რომ 38 ადამიანი არის დაშავებული.