საბერძნეთში, კაცის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 39 წლის კაცს აგვისტოში მომხდარ მკვლელობას ედავებოდნენ. კერძოდ, მან ავტომობილით 58 წლის კაცი გაიტანა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულსა და მოკლულ კაცს შორის, პირადი და ფინანსური საკითხის გამო, უთანხმოება არსებობდა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩლა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.