თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

გამოქვეყნდა:

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა და ტყემალაძეს წარმატება უსურვა.

„მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი ტყემალაძე ამ დრომდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ვიცე-მერის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ხმალაძე იუსტიციის სამინისტროში, "ოცნების" მინისტრის მოადგილედ გადავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი