დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განაცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამ დროისათვის, სამი დრონი ჩამოაგდეს.