"ოცნების" პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ზუგდიდელ აქტივისტებს უჩივლა. ინფორმაციას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ავრცელებენ:
"კაცობისთვის თავდადებულმა ირაკლი ზარქუამ მიჩივლა
ერთ საათში ვარ დაბარებული ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში საქმის მასალების გადმოსაცემად.
შევხვდებით სასამართლოზე ჩემო ვარდისფერო ფლამინგოვ " წერს სიჭინავა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა და ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ცნობისთვის, აქტივისტები ზარქუას ზუგდიდში, რესტორანში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ