საკრებულოს წევრი და "ოცნების" აქტივისტი - ჯეუჰუნ მუჰამედ ალი გამოძიებას ახალ დეტალებს აცნობს

გამოქვეყნდა:

მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტი ამ წუთებში მარნეულის პოლიციაში იმყოფება. ჯეიჰუნ მუჰამედალი სამართალდამცველებს საქმის ახალ დეტალებს აცნობს მან ინციდენტის ღამეს გადაღებულ კადრებში კონკრეტული პირები ამოიცნო და აპირებს, რომ მათი ვინაობა უწყებაში დაასახელოს. 

ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით, სავარაუდო დამნაშავეთა შორისაა საკრებულოს წევრი, შერმადინ ბოჭოიძე და "ოცნების" აქტივისტი, ჯამალ მამედოვი. 

თავის მხრივ, ჟურნალისტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ინციდენტის მონაწილეები აქამდეც კარგად ჩანდნენ კადრებში და გამოძიებას, წესით, აქამდე უნდა დაეკითხა ისინი.

საჭიროა, გამოძიებამ გადადგას აქტიური ნაბიჯები, თუმცა ამის მოლოდინი არ გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, რომ ჯეიჰუნს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსიც, - ამბობს ადვოკატი.  

აქვე, დღეს ჯეიჰუნ მუჰამედალი ინციდენტთან დაკავშირებით ეუთოს წარმომადგენლებსაც შეხვდა. უცხოელი პარტნიორები თავდასხმის სავარაუდო მიზეზითა და მარნეულში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციით არიან დაინტერესებულნი. 

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში თავს დაეხსნენ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს; ინციდენტისას დაზიანდა არხის ტექნიკაც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი