გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს

გამოქვეყნდა:

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს. აღნიშნული საკითხი ვაშაძემ მთავართან დაადასტურა.

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო სასამართლომ 23 აპრილს შეუფარდა.

თეა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული ჰქონდა ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაო გადაიხადეს, ირაკლი ოქრუაშვილის გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე, აცხადებენ, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი