"ყველა მხარის მონაწილეობით უნდა შეიქმნას ტერორისგან თავისუფალი და დემოკრატიული თურქეთის კომისია" | სტამბოლში ოპოზიციის მიტინგზე იმამოღლუს მიმართვა წაიკითხეს

გამოქვეყნდა:

სტამბოლში, პენდიკის რაიონში, ოპოზიიციის მორიგი მასშტაბური აქცია იმართება ლოზუნგით  ერი თავის ნებას იცავს.  მიტინგზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელმა.

"პრეზიდენტ ექრემს, ჩვენ მერებს, ჩვენი მუნიციპალიტეტების საბჭოების წევრებს, სანამ ჩვებ ყველა მეგობარს არ დავიბრუნებთ, გეფიცებით ეს მხოლოდ დასაწყისია. 19 მაისის შემდეგ პირველი მიტინგი პენდიკშია, ჩვენ პენდიკიდან ვიწყებთ. ხმა, რომლის მოსმენაც თურქეთს სურს, არის: „ეს მხოლოდ დასაწყისია, განაგრძეთ ბრძოლა“ პენდიკი არის რაიონი, რომელსაც AKP წლების განმავლობაში თავის დასაყრდენად მიიჩნევდა. ჩვენ ეს ძველი პოლიტიკა შორს ჩამოვიტოვეთ. პოლიტიკაში ამის ან იმის დასაყრდენი აღარ არსებობს. ეს იოზგატში, ვანსა და კონიაში ვაჩვენეთ. დღეს საღამოს პენდიკიდან ვყვირით, პენდიკი ხალხის ციხესიმაგრეა და არა AKP-ს." - განაცხადა ოზელმა.

აქციაზე შეკრებილებს გააცნეს პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუს მიმართვაც. მისი თქმით, პროცესის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია ყველა მხარის მონაწილეობით შეიქმნას „ტერორისგან თავისუფალი და დემოკრატიული თურქეთის კომისია“ რომელიც გამჭვირვალე, წარმომამადგენლობითი და დემოკრატიული ნების საფუძველზე იმუშავებს.

"ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ერი იტყვის. ჩვენ გვსურს, რომ თურქეთმა თავისი პრობლემები ერის ნების თანახმად გადაჭრას. მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ იარაღი დაყარა და თავი დაიშალა, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ წარმომადგენლობითი, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი თურქეთის დიდი ეროვნული კრების ხელმძღვანელობით.

ჩვენი ისტორიის, ერისა და საერთო მომავლის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ქვეყანა მოთმინებითა და წარმომადგენლობითი ნებით მოძრაობდეს მიზნისკენ, რომელსაც  ტერორისგან თავისუფალი და დემოკრატიული თურქეთი წარმოადგენს, რომელმაც ჩვენი ერის ნდობა დაიმსახურა.

ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად აუცილებელია, რომ ყველა მხარის მონაწილეობით შეიქმნას „ტერორისგან თავისუფალი და დემოკრატიული თურქეთის კომისია“ და რომ ამ კომისიამ იმუშაოს გამჭვირვალე, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული ნებით. ეს გზა არა მხოლოდ ტერორის დასასრულია, არამედ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენაც.“ - ნათქვამია იმამოღლუს მიმართვაში.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი