“მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით” | ნეთანიაჰუმ ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად 3-ეტაპიანი გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის ომი დაასრულოს იმ მკაფიო პირობებით, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, "ჰამასი" დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური", - თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სექტორის დატოვება მოუნდება, ამის გაკეთებას შეძლებენ.

ამასთან ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად მან სამეტაპიანი გეგმა წარადგინა, რაც მისივე თქმით, სექტორში ძირითადი დახმარების საგნების მიწოდებას, აშშ-ის კომპანიების მიერ საკვების დისტრიბუციის პუნქტების გახსნას მოიცავს - მათ ისრაელის სამხედრო ძალები დაიცავენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი