ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. შემთხვევა ებრაულ მუზეუმთან მოხდა. 

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სროლის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერ სიტყვებს სკანდირებდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 30 წლის ელიას როდრიგესი ჩიკაგოდან.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი: 

“ანტისემიტიზმზე დაფუძნებული ეს საშინელი მკვლელობები უნდა შეწყდეს! ახლავე! რადიკალიზმისა და ზიზღის ადგილი ამერიკაში არ არის!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი